logo
ENG



ირაკლი შოთაძე: ჩემ მიმართ მესმის ბრალდებები, რაც სიცრუე და პოლიტიკური სპეკულაციაა

04 თებ 202011:31
3 წუთის საკითხავი
 
8ba4oofc79yg5cm.jpg

„ჩემ მიმართ მესმის ბევრი ბრალდება, რაც სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციას წარმოადგენს,“ - ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი შოთაძე აკეთებს. მისი განცხადებით, სპეკულაციები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან მომდინარეობს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, აღნიშნული სპეკულაციები მისთვის მოტივატორია, რათა საქმე ხარისხიანად აკეთოს.

„ჩემ მიმართ დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება და ბრალდება, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან მომდინარეობს და ცალსახად წარმოადგენს სიცრუეს და პოლიტიკურ სპეკულაციას. პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი არის მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო კიდევ უფრო კარგად, ხარისხიანად და ვემსახურო ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს. რაც შეეხება, ჩემ მიმართ გაჟღერებული ბრალდებებიდან გამომდინარე კითხვებს, მზად ვარ თითოეულ კითხვას კანონმდებლობის ფარგლებში ამომწურავი პასუხი გავცე“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამ წუთებში საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარმოდგენილ პირთან - ირაკლი შოთაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ის გენპროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. მის გადადგომას წინ უძღვოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.


close დახურვა